დღეს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მურატ ჯიოევი გეგმავენ ხელი მოაწერონ შეთანხმებას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შესაბამისი ე.წ. დიპლომატიური წარმომადგენლობების გახსნის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"დღეს მოსკოვში სერგეი ლავროვი დას მურატ ჯიოევი ხელს მოაწერენ შეთანხმებას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლობისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლობის განთავსების შესახებ", _ იუწყება ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და აღნიშნავს, რომ "ორი ქვეყანაში საელჩოები უკვე ფუნქციონირებს, მაგრამ შეთანხმების გაფორმება მათ შორის სამართლებრივ საქმიანობას გაამყარებს".
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა თავის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ნაწილთან - ცხინვალის რეგიონთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის 9 სექტემბერს დაამყარა.
მასალის გამოყენების პირობები