რუსეთის რეგიონული თვითმართველობის არჩევნებში "ედინაია როსია" ლიდერობს. ამ დროისათვის არსებული წინასწარი შედეგებით, რუსეთის რეგიონული თვითმართველობის არჩევნებს "ედინაია როსია" ლიდერობს, თუმცა რუსეთის 77 რეგიონში ჩატარებულმა არჩევნებმა რეკორდი მოხსნა არა მხოლოდ თავისი მასშტაბით, არამედ დარღვევათა, ჩხუბისა და სკანდალების რიცხვით.
რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ დროისათვის შეტანილია 76 სარჩელი. რუსეთის მოქალაქეები კვირას 100 000 ზე მეტ კანდიდატს შორის აკეთებდნენ არჩევანს. ამომრჩეველთა ერთიან საარჩევნო სიაში შეტანილი 30 მილიონი ამომრჩევლიდან, არჩევნებზე თითქმის ყოველი მეორე მივიდა.
ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, პარტია "ედინაია როსია" დარწმუნებით ლიდერობს რუსეთის 5-6 რეგიონში. მხოლოდ ნოვოსიბირსკში პარტიას 50 %-ზე ნაკლები მაჩვენებელი აქვს.
დანარჩენ რეგიონებში - ტუვაში, ჩელიაბინსკში, მაგადანში, კოსტრომსკისა და ბელგოროდის ოლქებში ხელისუფლებას პირველი ადგილი უჭირავს. რუსეთის კომუნისტურ პარტიას ხმათა 26,61 % აქვს, პარტია "სპრავედლივაია როსიას" 17,09 - ლიბერალურ-დემოკრატებმა კი 9,75 % დააგროვეს.
არჩევნების დღეს მომხდარ ჩხუბში გარდაიცვალა ერთი ადამიანი და რამდენიმე დაიჭრა. ეს ტრაგიკული ინციდენტი დაღესტანის სოფელში მოხდა. იქ მუნიციპალური წარმონაქმნის ხელმძღვანელს აბულსულიმ ნურმაგომედოვს ესროლეს. შემდეგ გაირკვა, რომ დაკარგულია 4598 ბიულეტენი. ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, სოფელში გამოიძახეს "ომონი". მათი წასვლის შემდეგ კვლავ ჩხუბი დაიწყო და კვლავ ცეცხლი გაიხსნა, შედეგად დაიჭრა რამდენიმე ადამიანი.
რაც შეეხება არჩევნებში მომხდარ დარღვევებს, ასოციაცია "გოლოსმა" გამოავლინა, რომ რუსეთის რამდენიმე ოლქში ამომრჩეველთა მოსყიდვას ჰქონდა ადგილი, მატი ინფორმაციით, ერთ ხმაში სამი ათას რუსულ რუბლს აძლევდნენ. მათივე ინფორმაციით, ზოგ ამომრჩეველს, რომლებიც საარჩევნო უბანზე მივიდნენ "საჩუქრად" პროდუქტისათვის საჭირო საოჯახო ნაკრებები დაახვედრეს.