11:00 _ საგარეო საქმეთთა სამინისტროში ტრადიციული ბრიფინგი გაიმართება.
11:00 _ იუსტიციის დღესთან დაკავშირებით, იუსტიციის სასწავლო ცენტრი სტუდენტების მონაწილეობით ნაფიც მსაჯულთა იმიტირებულ სასამართლოს გამართავს.
მის: გორგასლის ქ. #24 (ორთაჭალა, პროკურატურის შენობა)
12:00 _ იუსტიციის დღესთან დაკავშირებით, სააღსრულებო ბიუროს მთავარ შენობაში, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მის: აღმაშენებლის ხეივანი, მე-10 კილომეტრი
12:00 _ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა ჩატარდება.
13:00 _ პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აშშ-ის მერვე ყოველწლიური საგანმანათლებლო გამოფენა გაიხსნება.
მის:. ლადო გუდიაშვილის ქ. #7
13:00 _ იუსტიციის დღესთან დაკავშირებით, სამოქალაქო რეესტრში, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: "უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ინტერნეტის საშუალებით ახალი სერვისების შეთავაზება".
მის.: წერეთლის გამზ. #77ა
13:00 _ "ლეიბორისტული პარტიის" გენერალური მდივანი იოსებ შატბერაშვილი პარტიის ოფისში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: "სპეცრაზმი სკოლებში".
13:00 _ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
14:00 _ ანტიკრიზისული საბჭოს სხდომა ჩატარდება.
14:00 _ "თავისუფალი აზრის სახლში", პრეზიდენტისთვის უნდობლობის გამოცხადების დამფუძნებელი კონფერენციის მონაწილე პარტიების საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება.
მის.: დიდიმ მირცხულავას ქ. #6 (კ. გამსახურდიას ძეგლთან, ფალიაშვილის ქუჩა, გეგეშიძის ბაღი)
14:00 _ მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ლიდერი ეკა ბესელია ბრიფინგს გამართავს.
თემა: "საკონსტიტუციო ცვლილებები".
მის.:. გამრეკელის ქ. #19
15:00 _ საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
15:00 _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ანალიტიკოსი, ექსპერტი ვოლტერ რასელ მიდი ეწვევა.
თსუ-ის II კორპუსი, I სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა
18:00 _ ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში ფესტივალ "ჩვენებურების" ფარგლებში კონცერტი გაიმართება.
18:30 _ იუსტიციის სამინისტროს ახალ შენობაში იუსტიციის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა "სამართლებრივი ძეგლები" გაიხსნება.