მოსკოვის სამხრეთ ნაწილში, სიმფეროპოლისის ბულვარში, ორი აფხაზი მოკლეს.
ამის შესახებ ინფორმაციას "ბალტინფო" ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა ბულვარში მოსკოვის დროით 14:05 საათზე მოხდა. ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.
არსებული ინფორმაციით, აფხაზეთის მკვიდრები ქილერმა უკნიდან გასროლით მოკლა. ორივე ადგილზე გარდაიცვალა.
წინასწარი ინფორმაციით, მოკლულები კარგად იყვნენ ცნობილები კრიმინალურ პოლიციაში - ისინი ეთნიკური გაერთიანების წევრებიც იყვნენ.
ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობის მიზეზი გავლენის სფეროების გადანაწილება გახდა.
ინციდენტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.