პარტია "ედინაია რასიამ" მოსკოვის მერის პოსტზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს ოთხი კანდიდატურა წარუდგინა.
"ეხო მოსკვის" ინფორმაციით, მერის კანდიდატურების სიაში მოხვდნენ ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელი იგორ ლევიტინი, რუსეთის მთავრობის აპარატის უფროსი სერგეი სობიანინი, ნიჟეგოროდის მხარის გუბერნატორი, მოსკოვის ყოფილი ვიცე-მერი ვალერი შანცევი და მოსკოვის ვიცე-მერის მოვალების შემსრულებელი ლუდმილა შვეცოვა.
მოსკოვის საქალაქო სათათბიროს თავმჯდომარემ ვლადიმერ პლატონოვმა დედაქალაქის მერის კანდიდატურები უკვე დაამტკიცა.
არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტი მედვედევი მერობის ოთხივე კანდიდატს უკვე შეხვდა. გადაწყვეტილებას მედვედევი 10 დღის ვადაში მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ბრძანების საფუძველზე მოხსნეს. ქვეყნის პრეზიდენტმა ლუჟკოვის მოხსნის მიზეზად განაცხადა, რომ "მას აღარ ენდობა".