ყაბარდო-ბალყარეთში უმაღლესი სასამართლოს კრიმინალური კოლეგიის მოსამართლე აზრეტ-ალ სიდაკოვი მოკლეს.
ამის შესახებ ინფორმაციას "იტარ-ტასი" რუსეთის ფედერაციის პროკურატურის საგამოძიებო განყოფილებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დანაშაული შაბათს, გვიან ღამით სოფელ ბაქსანენკოში მაშინ, მოხდა, როდესაც სასამართლოს თანამშრომელი მეგობრის ქორწილიდან გამოვიდა. მასთან ორი უცნობი მივიდა და ვინაობა კითხა, რის შემდეგაც სიბაკოვს პისტოლეტიდან ესროლეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე მკვლელობისა და იარაღის უკანონო შენახვის მუხლით არის აღძრული.