გარემოს დაბინძურებისათვის ჯარიმის რაოდენობის საკითხს პარლამენტი მთავრობასთან ერთად დაადგენს. ამის შესახებ განცახდებები პარლამეტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გაკეთდა, სადაც პირველი მოსმენით განიხილეს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ".
კანონპროექტი ითვალისწინებს გარემოს დაბინძურებისთვის სანქციის დაწესებას. კანონპროექტის თანახმად, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების, უვარგისი, კონსტრუქციების, მასალების, ნივთების, მიწისა და კლდოვანი ქანების გზებზე, მდინარეებში, ტბებში და მათ ნაპირებზე, ფერდობებსა და ხევებში, პარკებში, ბაღებში, სკვერებში, გაზონებში, ეზოებში, სპორტულ მოედნებზე, ავტოსადგომებთან, ბაზრებთან ან სხვა ადგილებში დაყრა ნარჩენებისა და ნაგვის გატანისა, გატანა-გადაზიდვისა და დასუფთავების წესების დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირების 200 ლარით დაჯარიმებას, ხოლო იურიდიული პირების დაწესებულების და ორგანიზაციების დაჯარიმებას 1000 ლარის ოდნობით. იმავე ქმედების განმეორების შემთხვევაში, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირი, დაწესებულება და ორგანიზაცია 3 ათსი ლარით.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის ამ ინიციატივას ყველა დადებითად აფასებს, თუმცა საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან გამოითქვა შენიშვნა, რომ ჯარიმის რაოდენობა არის მაღალი და ჯარიმის განსაზღვრა უნდა მოხდეს სოციალური ფონის გათვალისწინებით. ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, რომ ეს თანხა შესაძლოა 10-15 ლარითაც განისაზღვროს და არ უნდა აღემატებოდეს 25 ლარს. ამ მოსაზრებას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილიც დაეთანხმდა და განაცხადა, რომ ჯარიმის რაოდენობასთან დაკავშირებით მთავრობასა და პარლამენტს შორის უნდა გაიმართოს დამატებითი კონსულტაციები, სადაც განისაზღვრება ჯარიმის გონივრული რაოდენობა.