თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციებზე დაკავებული ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს.
საქმეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განიილავს.
სხდომაზე პროკურატურის მოწმე, გარდაბნის მე-4 სამმართველოს უფროსი პოლიციელი, გიორგი ჯანიკაშვილი დაიკითხა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელიი ირწმუნება, რომ 28 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე ქვა მოხვდა, მაგრამ არ იცის ვისი ნასროლი იყო.
"[28 ნომერბრი] იყო ჩვეულებრივი დღე, რა დროსაც ხელმღვანელობის დავალებით მითხრეს, რო აქცია იყო რუსთაველზე, სჭირდებოდათ დახმარება, მე ჩემს თანამშორმელთან ერთად წავედი რუსთაველზე, სადაც იქნებოდა 9 საათამდე პერიოდი, როდესაც მივედი, განვლაგდით რუსთაველისა და 9 აპრილის ქუჩის კვეთაზე. ვიცავდით საზოგადოებრივ წესრიგს, რუსთაველზე იყო შეკრებილი ხალხი, რაოდენობას კონკრეტულად ვერ დავასახელებ. მიმდინარეობდა აქცია, აქცია იყო იმასთან დაკავშირებით რომ პრემიერმა თქვა, რომ ევროპაში შესვლასთან დაკავშირებით დროებით შეჩერდესო და ამაზე გამოთქვამდნენ პროტესტს.
მოგვიანებით შეიქმნა ჩოჩქოლი და გადავიდა მათ მხრიდან ძალადობრივ მოქმედებებში. სიტყვიერი შეურაცხყოფები, ნივთების დაზიანებები, ბოთლების, ხის და სხვა საგნების სროლა იყო პოლიციელების მისამართით.
ხელოვნური განათება იყო და მეტ-ნაკლებად ვხედავდით. იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და იყვენენ აგრესიულებიც.
...ამ პერიოდში სიბნელიდან ნასროლი ქვა მომხვდა თავის არეში, მივიღე დაზიანება. ისეთი სიმძიმით მომხვდა, რომ გონება დავკარგე და წავიქეცი. ის პერიოდი არ მახსოვს, სასწრაფოში მოვედი გონზე. გადაყვანილი ვიყავი კლინიკაში. ჩამიტარდა დახმარება, ჩამიტარეს ტომოგრაფიული კვლევები, ნეიროქირურგმა მნახა. დამადეს 5 ნაკერი.
ქვა ისროლეს აქციის მონაწილეების მხრიდან. მე ვინც მესროლა ქვა არ დამინახავს.
მე არ ვიცი ვინ დამაზარალა, კონკრეტულად მაქვს პრეტენზია იმასთან, ვინც მე დამაზიანა, მაგრამ ეს არ ვიცი ვინ ქნა", - განაცხადა მოწმემ "ტვ პირველის" თანახმად.