დღეს, 8 ოქტომბერს, ენერგეტიკის სამინისტროში ალპანა ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირთა განაცხადების მიღება სრულდება.
განაცხადების მიღებისა და გაცნობის შემდეგ მთავრობა საუკეთესო პირობების მქონე ინვესტორს შეარჩევს და სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა კონკრეტულად ვინ ააშენებს იმერეთში ახალ ჰესებს.
ალპანა ჰესის მშენებლობით თურქული კომპანიაუკვე დაინტერესდა. ენერგეტიკის სამინისტროს ვებგვერზე განთავსებული პოტენციური ალტერნატიული წყაროების ნუსხაში შემავალ, მდინარე რიონზე ასაშენებელი ალპანა ჰესით თურქული კომპანია "Uნალ Iნსაატ VE თიცარეტ A.შ" დაინტერესდა და სამინისტროში შესაბამისი განაცხადი შეიტანა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობა ინვესტორების დახმარებით რაჭაში ახალი ჰესის მშენებლობას გეგმავს.
70.6 მგვტ. სიმძლავრის ალპანას ჰიდროელეტროსადგურის მშენებლობა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში იგეგმება.
ენერგეტიკის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ~ალპანა ჰესი~ მდინარე რიონზე უნდა აშენდეს.