შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პოლიციის ორი ახალი შენობა გახსნა.
სამინისტროს რწმუნებით, შენობები აღჭურვილნი არიან უახლესი კომპიუტერული ტექნიკითა და სხვა ტექნიკური საშუალებებით.
როგორც ისინი განმარტავენ, პოლიციის აღნიშნული განყოფილებები მსგავსად სხვა შენობებისა გამჭირვალეა არამარტო ფასადით, არამედ თავისი საქმიანობით.
სხვა კოლეგების მსგავსად ხსენებული რეგიონის თანამშრომლები თავიანთ საქმიანობას განაგრძობენ უახლესი ტექნიკით აღჭურვილ ახალ შენობებში. შენობების გახსნას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ბატონი ვანო მერაბიშვილი და პრეზიდენტის რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ბატონი ლაშა ჭკადუა.
პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების ნაწილია