ზიმბამბეში ქალების დანაშაულებრივმა ჯგუფმა პოლიციელი გააუპატიურეს.
ზიმბამაბეში ბოლო პერიოდში რამდენიმე კაცი გახდა ფარული, დანაშაულებრივი დაჯგუფების ქალების მსხვერპლი, რომლებსაც კაცები გონების დაკარგვამდე მიჰყავთ და შემდეგ აიძულებენ ჯგუფურ სექსში მიიღონ მონაწილება.
პოლიციაში ვარაუდობენ, რომ ეს დანაშაულელბები რელიგიურ-მისტიკური ხასიათისაა.
ქალების დაჯგუფების ბოლო, მეხუთე მსხვერპლი კი 26 წლის კაცი გახდა, რომელიც პოლიციელია.
დაზარალებულის თქმით, იგი ქალებმა თეთრი ავტობუსით გაიტაცეს, პირთან სასიამოვნო სულის მქონე ნაჭერი მიუტანეს, რის შემდეგაც გონება დაკარგა. გონზე მოსვლის დროს იგი შიშველი იყო და გამტაცებელი ქალები რიგრიგობით აუპატიურებდნენ.
გაუპატიურების შემდეგ კი პოლიციელს კვლავ გონი დააკარგვინეს და ქალაქგარეთ გადაგდეს. გონზე მოსვლის შემდეგ დაზარალებულმა პოლიციას მიმართა.
დაზარალებულს მოძალდეებმა 308 დოლარი და მობილური ტელეფონი Nokia 1200 წაართვეს.
გამოძიების ინფორმაციით, რეგიონში მსგავის რამოდენიმე დაჯგუფება მოქმედებს. პირველად ასეთი შემთხვევა ზიმბამბეში 2009 წელს დაფიქსირდა. გაუპატიურებული კაცების ასაკი 18-დან 44 წლამდეა.