საქართველოს ანტისაოკუპაციო ეროვნულ-განამთავისუფლებელ მოძრაობამ ნატოს სამოკავშირეო ოფისის წინ აქცია გამართა. აქცია სქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს მიეძღვნა.
"საქართველო ანტისაოკუპაციო ეროვნულ-განამათავისუფლებელი მოძრაობის-საქართველოს დეოკუპაციის ფრონტის ინციატორთა დასი მოგმართავთ ჩრდილოეთ ატლანტიკის ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრ-სახელმწიფოთა ლიდერებს. ასევე, სახელმწიფოს მეთაურებს მოგიწოდებთ, რომ რაც შეიძლება სწარაფად და დადებითად გადაწყვიტოთ საქართველოს ნატოში გაწვრიანები საკითხი. ქართველი ერის დიდი ეროვნული ღირსებისათვის შეურაცხმყოფელია საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის გაჭიანურება და დაბრკოლება. საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის მანკიერებათა გამო ქართველი ერი არ უნდა იჩაგრებოდეს,"-განაცხადა მოძრაობის ლიდერმა ირაკლი წერეთელმა.