ირანის ელჩი საქართველოში მაჯიდ სამადზადე საბერი დღეს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ თემურ დიასამიძემ მიიღო.
მხარეებმა შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის სავიზო რეჟიმის გაუქმება და ტურისტული კუთხით ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება.
ელჩმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მალე ბათუმში ირანის გენერალური საკონსულო მაქმედდება. ნოემბრის თვეში კი იგეგმება ასევე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ბათუმში.
შეხვედრაზე აღინიშნა ასევე, რომ ყურადღება უნდა მიექცეს ირანელი ტურისტების მოზიდვას საქართველოში და პირიქით. ურთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით დაგეგმილია ასევე ბათუმის უნივერსიტეტში სპარსული ენის კათედრის გახსნა.