ჟურნალმა Forbes-მა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა. სიას აშშ-ის პირველი ლედი მიშელ ობამა ლიდერობს. Forbes-ის ინფორმაციით, მიშელ ობამა აქტიურად არის ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებსა და ჯანდაცვის საკითხებში, რამაც მისი პოპულარობა ჰპოვა.
მეორე ადგილზე ამერიკის სასურსათო კომპანია " Kraft Foods "-ის მფლობელი აირინ როსენფელდი გავიდა. ის შარშან ამერიკაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი იყო.
სამეულში მოხვდა ცნობილი ჟურნალისტი ოპრა უინფრი. მეოთხე ადგილზე გავიდა ანგელა მერკელი, რომელიც ყველაზე გავლენიანი ქალების სიას ოთხი წლის განმავლობაში ლიდერობდა.
მეხეთე ადგილზეა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი. შემდეგ მოდიან "Pepsi"-ს მფლობელი ინდრა ნოოი, მომღერლები ლედი გაგა და ბიონს ნოულზი და სხვები.