ყაზბეგის რაიონში ბუნებრივი აირის დროზე ადრე მიწოდებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები კომპანია "სოკართან" უკვე დაიწყო.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილემ გივი ამირხანაშვილმა განუცხადა.
"ყაზბეგში თოვლის მოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკები უკვე დავიწყეთ "სოკართან". მოსახლეობას ბუნებრივი აირი დროზე ადრე უნდა მივაწოდოთ. აღნიშნულთან დაკავშირებით ტექნიკური საკითხების მოგვარება დაჩქარებულ ტემპში უკვე მიმდინარეობს", - აღნიშნა ამირხანაშვილმა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ყაზბეგის რაიონში თოვა უკვე შეწყდა და გამოიდარა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში პირველი თოვლი სწორედ ყაზბეგის რაიონში მოვიდა. თოვლის საფარმა 10 სმ. მიაღწია.