ცნობილმა ამერიკელმა მილიარდელმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატების 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა დააყენოს. ამის შესახებ ტრამპმა ტელეკომპანია " Fox News " მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს იგი რესპუბლიკური პარტიის სახელით იყრის კენჭს.
"აბსოლუტურად სერიოზულად ვიძახი, რადგან არ შემიძლია იმის მოთმენა რაც ქვეყანაში ხდება. დიდი ხანია ამას (საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას) მთხოვდნენ, მაგრამ მე არ ვიყავი დაინტერესებული. ახლა კი პირიქით, მე სერიოზულად განვიხილავ ასეთ შესაძლებლობას. ეს არ ნიშნავს, რომ მე ამას აუცილებლად გავკეთებ, მაგრამ ამაზე სერიოზულად ვფიქრობ", - აღნიშნა ტრამპმა.
როგორც ცნობილია, ამერიკელი ბიზნესმენი საქართველოს ხელისუფლებასთან არის დაახლოებული.
როგორც ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დროს განაცხადა, "მსოფლიოში ყველა ჯერ მიხეილ სააკაშვილზე საუბროს და მერე საქართველოზე".
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს აღმოსავლეთ ევროპაში პირველი ქვეყანაა, სადაც ტრამპი ინვესტიციებს ახორციელებს, კერძოდ კი ამერიკელი მილიარდელი ბათუმში და თბილისში ცათამბჯენების აშენებას გეგმავს.
ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ამერიკელი ბიზნესმენი პრეზიდენტის კანდიდატურის დაყენებას სწორედ "რესპუბლიკური პარტიის" სახელით აპირებს, რომელი საქართველოს მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩევა.
შეგახსენებთ, რომ ექს-პრეზიდენტი ჯორჯ ბუშიც სწორედ "რესპუბლიკური პარტიის" კანდიდატურა იყო.