15 წლის იტალიელი ბავშვი მსოფლიოში პირველია, რომელმაც გადაიტანა ხელოვნური გულის ჩანერგვის ოპერაცია. ოპერაცია რამდენიმე დღის წინ ჩატარდა და 10 საათს გრძელდებოდა.
ბავშვს კუნთოვანი დისტროფია ანუ დიუშენის სინდრომი აღენიშნებოდა, რის გამოც იგი ტრანსპლანტატის მიღებისთვის შეუფერებელ კანდიდატს წარმოადგენდა. აღნიშნული დაავადება სწრაფი კუნთოვანი დეგენერაციის მიზეზია, ამიტომ ბიჭი იძულებული იყო, უმეტესი დრო საწოლში გაეტარებინა.
ბავშვთა ქირურგმა დოქტორ ანტონიო ამოდეომ, რომელმაც ოპერაცია ჩაატარა, განაცხადა, რომ ჩანერგილი იმპლანტატი გულს ჩაანაცვლებს მუდმივად, რომელიც ბიჭს 20-25 წლის ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობას მისცემს. ახალი გული დაახლოებით 4 სმ-ის სიგრძისაა. იგი მუშაობს ელექტრული დგუშის ხარჯზე და მთლიანად იმყოფება გულმკერდის ყაფაზში, რაც ამცირებს ინფექციის განვითარების რისკს.
ტრანსპლანტატის კვება ხდება მარცხენა ყურის უკან განთავსებული მოწყობილობით და დაკავშირებულია ბატარეასთან, რომელიც განთავსებულია ბავშვის წელის მიდამოში. ღამის განმავლიობაში ბატარეა იტვირთება ისე, როგორც ჩვეულებრივი მობილური ტელეფონი. რადგან პაციენტი ბავშვია, ექიმებმა გამოიყენეს იმპლანტატი, რომლის წონაც დაახლოებით 90 გრამს შეადგენს. ეს გაცილებით მსუბუქია მოზრდილებისთვის განკუთვნილ იმპლანტატთან შედარებით, რომელიც, შესაძლოა, 1 კგ-ს იწონიდეს.