კანადის სასამართლოს გამოძიებამ ქართველი მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ სპორტსმენის დაღუპვაში დიდ როლი მისმა გამოუცდელობამ ითამაშა. სასამართლოს გამომძიებელი ტომ პავლოვსკი საკუთარ მოხსენებაში ქუმარიტაშვილის დაღუპვის ფაქტს უბედურ შემთხვევად აფასებს.
მისსავე მოხსენებაში აღნიშნულია, რომ კანადის სასამართლო მიიჩნევს, უისტლერის ტრასის სქემა შესაწავლილ უნდა იქნეს, რატა მომავალში მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს.
პავლოვსკის განმარტებით, უისტლერის ტრასაზე განვითარებული სიჩქარე და განლაგებული ბარიერების კონფიგურაციაზე მეტი კონტროლი უნდა განხორციელდეს.
მისსივე თქმით, ქუმარიტაშვილი თავში მყარი საგნისგან მიყენებული ძლიერი ტრავმების შედეგად გარდაიცვალა. ქუმარიტაშვილი კედელზე შეჯახებისას 144,3 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებდა. კანადის სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაცია და მაშველები პროტოკოლის შესაბამისად მოქმედებნენ და მათ ყველაფერი გააკეთეს ქუმარიტაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ქართველი მოციგავე ვანკუვერის ოლიმპიადაზე, საწვრთნელი დაშვებისას მიღებული ტრავმების შედეგად დაიღუპა. ტრაგედია 2010 წლის 12 თებერვალს მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები