ანტალიაში ტურისტული სეზონი ნოემბრამდე არ დაიხურება. თურქეული საინფორმაციო საშუალებები კი ამის მიზეზად ასახელებენ იმას, რომ თურქეთში და კონკრეტულად ანტალიაში სასტუმროთა 92 % ისევ დაჯავშნულია, ხოლო უახლოეს თვეებში სასტუმროთა რეზერვაცია უკვე 100 %-ი იქნება.
გერმანიისა და ცენტრალური ევროპის ქვეყებიდან თურქეთში დასვენების სურვილი დღითიდღე იზრდება და ევროპელები თურქეთში დასვენებას შემოდგომის თვეებშიც გეგმავენ.