პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიაში ოპოზიციის კვოტას რომან მარსაგიშვილი დაიკავებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება საპარლამენტო უმცირესობამ უკვე მიიღო და შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს უკვე წარდეგინა.
შეგახსენებთ, რომ უდოს კომისიაში საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები როტაციის წესით იცვლებიან. დღეს ეს ადგილი ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელ რატი მაისურაძეს უკავია, რომელმაც სამთვიანი ვადა უკვე ორჯერ ამოწურა. მის შემცვლელად უმცირესობამ ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელი რომან მარსაგიშვილი დაასახელა.
უმრავლესობის წარმომადგენლის საკითხი ჯერჯერობით გაურკვეველია და უცნობია, უმრავლესობა უდოს კომისიაში ისევ ეკა ხერხეულიძეს დატოვებს თუ შეცვლის.