რუსეთის დედაქალაქში ზურაბ წერეთლის მიერ შექმნილი პეტრე პირველის ძეგლი, შესაძლოა, მდინარე მოსკოვის სანაპიროდან სხვა ადგილას გადაიტანონ. ამის შესახებ მოსკოვის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ვლადიმერ რესინმა ოპერატიულ თათბირზე განაცხადა.
თათბირის მონაწილეები რესინს არ დაეთანხმნენ. მათი აზრით, მონუმენტის გადატანის სამუშაოებს იმ რაოდენობის თანხა დასჭირდება, რომლითაც ორი საბავშვო ბაღი აშენდება. თუმცა რესინმა აღნიშნა, რომ "ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს".
პეტრე პირველის ძეგლი 1997 წელს დაიდგა. მონუმენტის სახე და მისი მოცულობა არაერთხელ გახდა კრიტიკის საგანი, როგორც სპეციალისტების, ისე რიგითი მოსკოველების მხრიდან.
ძეგლის აღების მოთხოვნის ახალი ტალღის პროვოცირება მოსკოვის მერის იური ლუჟკოვის გადადგომამ გამოიწვია.