30 ოქტომბერს ბათუმში პიაცას მოედანზე Modjo იმღერებს. ცნობილი დუეტი ქართველ მსმენელს ძველ და განახლებულ სინგლებს შესთავაზებს.
პროდიუსერი რომან ტრანჩარტი და ვოკალისტი იან დესტანოლი მუსიკალურ სამყაროში მათი ცნობილი ჰიტის Lady
(Hear Me Tonight) შემდეგ გახდნენ პოპულარულები.
ტრანჩარტი პარიზში დაიბადა შემდეგ საცხოვრებლად მექსიკაში გადავიდა. გარკვეული პერიოდი ალჟირში ცხოვრობდა, საბოლოოდ კი ბრაზილიაში დაფუძნდა. სწორედ ბრაზილიაში დაიწყო მან გიტარაზე დაკვრა და დაკავდა ჯაზით. იგი უკრავდა ბოსანოვას მუსიკას შემდეგ მიმართუება შეიცვალა და როკ ჯგუფში Seven Tracks-ში მოღვაწეობდა. ჯგუფი გარკვეული პერიოდი პარიზის კლუბებში გამოდიოდა, რის შემდეგაც იგი დაიშალა. ტრანჩარტი პარალელურად ჰაუსით დაინტერესდა. მოგვიანებით მან პარიზში თანამედროვე მუსიკის ამერიკულ სკოლაში გაარძელა სწავლა.
Modjo-ს მერე წევრი, იანი ასევე პარიზელია. იგი ერთი პერიოდი ფლეიტაზე და კლარნეტზე უკრავდა. მის მუსიკალურ გემოვნებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ისეთმა ჯგიფებმა როგორებიცაა The Beatles, The Beach Boys, David Bowie, Aerosmith, The Police, Queen.Modjo 1998 წელს შეიკრიბა და მათი თანამშრომლობის პიკი გახდა კომპოზიცია Lady (Hear Me Tonight)შემდგომ მათ გამოუშვეს Chillin', What I Mean da No More Tears. სწორედ No More Tearsის შემდეგ უწოდებენ ისინი თავის თავს Modjo Band-ს. მოგვიანებით მათ სოლო კარიერა გააგრძელეს