დასავლეთ საჰარას მხრიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება დე იურედ არ მომხდარა.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
"ეს ინფორმაცია არ დასტურდება. რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ დასავლეთ საფარამ დე ფაქტიო მზაობა გამოთქვა ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებასთან დაკავშირებით, თუმცა დე იურედ არ გაუფორმებია. როგორც ცნობილია, რუსეთი ყველანაირად ცდილობს ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას მიაღწიოს, მათ შორის ამ ტიპის სახელმწიფოების მატერიალური დაინტერესების გზითაც, რაც რუსეთს კომიკურ მდგომარეობაში აგდებს", - აღნიშნა კალანდაძემ.
მისივე თქმით, დასავლეთ საჰარას მსგავსი ქვეყნების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას ქართული მხარე სერიოზულად არც აღიქვამს.
შეგახსენებთ, რომ დასავლეთ საჰარის ოფიციალური პირები - მუჰამედ იასლემ ბეისატი - მინისტრი აფრიკის საკითხებში და აბდელკადერ ტალებ ომარი - პრემიერი ოს სეპარატისტთა ლიდერის "მრჩეველს" კონსტანტინე კოჩიევს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას დაპირდნენ.
ცნობისათვის: საჰარის არაბული დემოკრატიული რესპუბლიკა - ნახევრად აღიარებული სახელმწიფო, რომელიც ამ დროისათვის "თავისი" ტერიტორიის დიდი ნაწილს ვერ აკონტროლებს, იმის გამო, რომ მასზე პრეტენზიას დასავლეთ საჰარაში მდებარე ესპანეთის ყოფილი კოლონია აცხადებს. ესაზღვრება: მაროკოს, ალჟირს, მავრიტანიას და ატლანტიკურ ოკეანეს. მოსახლეობა: 270 000 მდე ადამიანი.