აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩად სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილის მეთიუ ბრაიზას კანდიდატურას აშშ-ს სენატი 5 ოქტომბრისათვის დაგეგმილ სხდომაზე კიდევ ერთხელ განიხილავს.
თუმცა ამ ეტაპზე ცნობილი არ არის სენატი იმავე დღეს უყრის თუ არა კენჭს ბრაიზას დანიშვნის საკითხს.
5 ოქტომბრის სხდომაზე სენატი თურქეთში საკუთარი წარმომადგენლის დანიშვნაზეც იმსჯელებს.
შეგახსენებთ, რომ მეთიუ ბრაიზას კანდიდატურის განხილვა 3 აგვისტოს მოხდა. მაშინ ბრაიზა სენატის წინაშე წარდგა, თუმცა მისი კანდიდატურა არ დაამტკიცეს.
მეთიუ ბრაიზას კანდიდატურა მაშინ სენატორმაBბარბარა ბოკსერმა დაბლოკა. აშშ-ს ზერბაიჯანში ელჩი 2009 წლის ივლისიდან არ ჰყავს.
2010 წლის 1-ელ ივლისიდან აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ადამ სტერლინგი ასრულებს