რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებსთან დაკავშირებით რუსეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები დასრულდა, ამის შესახებ ოფიციალური მოსკოვი იუწყება.
ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებები იყო საკმარდ რთული, თუმცა ამ შეხვედრის შემდეგ ყველა სირთულე მოხსნილია, ამის შესახებ რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ალექსეი კუდრინმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების ბოლო პროცედურები 2-4 თვეში დაიწყება და დაახლოებით ნახევარ წელიწადში დასრულდება.
"შესაბამისად რუსეთი ვმო-ს სრულფასოვანი წევრი 10 თვეში გახდება", _ განაცხადა კუდრინმა.
კუდრინის განცხადების შემდეგ კრემლმა აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების საუბრის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
"სახელმწიფოს მეთაურმა მთავრობის წევრებს გაწეული სამუშაოსათვის მადლობა გადაუხადე და მიღწეული შეთანხმებების ტექნიკური დეტალების გაფორმება დაავალა", _ განაცხადა დიმიტრო მედვედევის პრეს-სპიკერმა ნატალია ტიმაკოვამ.
რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, შესაბამისად ერთადერთი ქვეყანა, რომელიც რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება საქართველოა.
იმავდროუად რუსული მედია აღნიშნავს, რომ საქართველო რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების ჯგუფში არ შედის და შესაბამისად მას გადაწყვეტილების ბლოკირება ცალმხრივად აღარ შეუძლია.
რუსეთი ვმო-ში გაწევრიანებას 1993 წლიდან ცდილობს.