საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანება პრიორიტეტად რჩება, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან ანდრეს ფოგ რასმუსენთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საქართველოში განხორციელებული აგრესიისა და ოკუპაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ამ მისწრაფებაზე უარის თქმის იძულება იყო.
"ნატოში გაწევრიანება - დიახ, პრიორიტეტია. საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ოკუპაციისა და აგრესიის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ის იყო სწორედ, რომ საქართველოს უარი ეთქვა თავის მისწრაფებაზე ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით", _ განაცხადა სააკაშვილმა.