მოვუწოდებთ რუსეთს, რომ შეასრულოს ექვსპუქტიანი შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, _ განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა საქართველოს პრეზედენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, რუსეთის მომავალი არის დადებით ურთიერთობაში ნატოსთან და ეს საქართველოს ინტერესშიცაა.
"მიმაჩნია, რომ რუსეთის მომავალი არის დადებით ურთიერთობაში ნატოსთან და ევროკავშირთან ჩემი ხედვა გახლავთ განვითარება რეალური ევროატლანტიკური უსაფრთხოების შექმნა, სადაც საქართველო - რუსეთი იცხოვრებენ ჰარმონიასა და მშვიდობაში ურთიერთთან", _ განაცხადა რასმუსენმა.