საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას ნინო წილოსანი დაიკავებს.
საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
სხვა დანარჩენი თანამდებობები შემდეგნაირად გადანაწილდა:
პირველი ვიცე-სპიკერი - გია ვოლსკი.
ვიცე-სპიკერი - მამუკა მდინარაძე, რომელიც ამავდროულად უხელმძღვანელებს უმრავლესობას.
ვიცე-სპიკერი - გიორგი კახიანს, რომელიც აქამდე საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა.
ვიცე-სპიკერი - კახა კუჭავა, რომელიც აქამდე გარემოს დაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობდა.
საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი ბერაია.
ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - დავით სონღულაშვილი.
გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე - ნინო წილოსანი.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - გენადი მარგველაშვილი.