სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტიდან ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ გადაინაცვლეს და ერთ-ერთ კედელზე გააკეთეს წარწერა ჰეშთეგით „შეცვალე“.
„შეცვალეს“ წევრები აპროტესტებენ პარლამენტის გადაწყვეტილებას და ამბობენ, რომ პროპორციული სისტემის ჩავარდნაზე პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილია. ახალგაზრდების თქმით, ისინი პერფორმანსის შემდეგ ისევ აქციას შეუერთდებიან და პერმანენტულად დაიკავებენ პარლამენტის წინ ტერიტორიას.