საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ვინაიდან საზოგადოებაში შეწყალების საკითხთან დაკავშირებით დაკავშირებით ვნებათაღელვაა, ამიტომ ის გაუფრთხილდება გადაწყვეტილებას, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს შეეხება. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძრის ეზოში უთხრა.
"რაც ეხება შეწყალებას, ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი. ამ საზოგადოებაში არის დღეს ვნებათაღელვა. ამიტომ ძალიან გავუფრთხილდები ჩემ გადაწყვეტილებას ამ მიმართულებით.
ისედაც ჯერ წესები ახალი არ არის ჩამოყალიბებული, ამაზე ვმუშაობთ. როგორც კი იქნება მზად პრეზიდენტის ახალი ბრძანებულება გაგაცნობთ. მერე დავფიქრდები რაც საჭიროა იმ დროს, რათა მიღებული გადაწყვეტილება იყოს ყველასთვის გასაგები", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, 31 ოქტომბერს, საპატრიარქოში გამართულ სხდომაზე წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებისთვის პრეზიდენტს შუამდგომლობით მიმართოს.