საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იაპონიის პრემიერ-მინისტრს შინზო აბეს შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ფოტო სალომე ზურაბიშვილმა მიკრობლოგ "ტვიტერით" გაავრცელა.
"პატივი მქონდა შევხვედროდი იაპონიის პრემიერ-მინისტრს შინზო აბეს. როგორც ამ ვიზიტისას დავრწმუნდით, საქართველო და იაპონია ძალზედ მეგობრული ერები არიან, რომლებიც თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში. ჩვენი მიზანი ამ კავშირების გაძლიერებაა", - წერს სალომე ზურაბიშვილი.