მოდის 2020 წელი კალაძე უნდა მიჩოჩდეს, რომ მას არ ჰქონდეს არანაირი პრეტენზიას საპარლამენტო სიებთან. ამ ადამიანებმის ჩახსნა იწყება, - განაცხადა უმრაველოსობის ყოფილმა წევრმა, დავით ჭიჭინაძემ ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“.
მისი თქმით, ირაკლი ზარქუა კალაძის მხარეა და მას უარი ათქმევინეს.
„ეს ბიჭი[ირაკლი ზარქუა] დადიოდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომებზე და გვარიგებდა როგორ უნდა მოვქცეულიყავით საპენსიო რეფორმეაზე. ერთხელ დეპუტატმა გია მიქელაძემ ვერ გაიგო ვინ იყო და ასე უთხრა: შენ, ახალგაზრდა, აქ საიდან მოხვდიო. ამ ადამიანს რომელსაც ტრიბუნა ენატრებოდა, თავისით რომ უარს არ იტყოდა... მოდის 2020 წელი კალაძე უნდა მიჩოჩდეს, რომ მას არ ჰქონდეს არანაირი პრეტენზიას სიებტან. ამ ადამიანებმის ჩახსნა იწყება“, - თქვა ჭიჭინაძემ.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშილმა დეპუტატის მანდატი დატოვა, პარტიის სიის მიხედვით, პარლამენტში თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ზარქუა უნდა შესულიყო. ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ მისთვის პარლამენტის წევრობა დიდი პატივი და გამოწვევაა, თუმცა ამ ეტაპზე საკრებულოში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.