ჩემ დროს აღდგა ძალიან ბევრი ქართული ტრადიცია, ძალიან ბევრ ქართულ ძეგლს დაუბრუნდა პირვანდელი სახე, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მორიგ ვიდეომიმართვაში.
"ჩემთვის პრინციპის საკითხი იყო ბაგრატის აღდგენა. გახსოვთ, როგორ დამცინოდნენ ბაგრატის აღდგენაზე, რა ყაყანი ქონდათ ზუსტად იმათ ატეხილი, ვინც ახლა დასცინის ჩვენს ხალხს და ზემოდან უყურებს და ატეხილი აქვთ ერთი გნიასი ჩემ თაობაზე”, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ის გაზრდილია ძალიან ტრადიციულ ოჯახში, ძალიან სერიოზულ ქართულ ძირძველ ტრადიციებზე.
"უკაცრავად, საქართველოში კონკორდატი გაფორმდა ჩემი ინიციატივით, როდესაც მე ვიყავი იუსტიციის მინისტრი. ჩემი ინიციატივით შემოვიდა ხუთჯვრიანი ქართული დროშა. დიახ, მე ვარ ძალიან ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი, ძალიან სერიოზულ ქართულ ძირძველ ტრადიციებზე. დიახ, არის ერთი ჯგუფი პოლიტიკოსების საქართველოში, რომელიც დასცინის ყველაფერ ქართულს, აბაიბურებს და რაღაც ეს "სვეცკურად" ზემოდან უყურებს იმ ხალხს, რომელსაც ჯერათ თავისი ტრადიციების და თავისი მრწამსის. მე ვფიქრობ, რომ ეს ხალხი პირდაპირ აკეთებს პუტინის საქმეს, მეგობრებო, იმიტომ, რომ პრაქტიკულად ხელში უგდებს ჩვენი საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს ვასაძეს, ინაშვილს და სხვა პირდაპირ აგენტებს, საქართველოს მტრებს. იმიტომ, რომ არაფერ კავშირში არ არის რუსეთის აგენტები და ჩვენი ფასეულობები და ჩვენი ღირებულებები“, - თქვა სააკაშვილმა.