შეერთებული შტატების მთავრობამ თბილისში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის დასაფუძნებლად 700 000 ამერიკული დოლარი გამოყო. შესაბამისი განცხადება საქართველოში შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა.
"ბავშვები ავად არ უნდა ხდებოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგჯერ ასეც ხდება. იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს, ჰქონდეს უმაღლესი დონის ცენტრი სიმსივნის სრულყოფილი მკურნალობისთვის, ამერიკის მთავრობამ "გლობალ ჰილინგსა" და "ჯო ენის" სამედიცინო ცენტრს $700 000 დოლარი გადასცა, რაც თბილისში ახალი პედიატრიული ჰემატოლოგიურ-ონკოლოგიური ცენტრის დაარსებას მოხმარდება", - აღნიშნულია განცხადებაში.