სხვათა შორის და მე ზოგჯერ მგონია, რომ ჩვენი პარტიის წევრი ხომ არ არის ქალბატონი თურნავათქო, - განაცხადა პატრიოტთა ალიანსის წევრმა, ადა მარშანიამ პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების მოსმენის დროს თქვა.
“ჩვენ მოგვწონს ქალბატონი ნათია თურნავას განცხადებები. ვიზიარებთ და მხარს ვუჭერთ მას. ძალიან ზუსტი განცხადებები და ფორმულირებებია, სხვათა შორის. ზოგჯერ მგონია, რომ ჩვენი პარტიის წევრი ხომ არ არის ქალბატონი თურნავათქო. ჩვენ ეს გვიხარია მორალურად, იმიტომ რომ დავიღალეთ”, - განაცხადა ადა მარშანიამ.