„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროტესტის ნიშნად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მოსმენა შეწყვიტა. ენმ ითხოვდა 20 ივნისის ღამეს დაშავებული მაკო გომური და სხვა მოქალაქეები სხდომაზე დასასწრებად პარლამენტის შენობაში შემოეშვათ.
მაკო გომური პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს, რაც სხდომის დატოვების მიზეზი გახდა.
"ჩვენ არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად თქვენი გამოსვლის მოსმენა ასეთ პირობებში და ვწყვეტ სხდომას", - თქვა ფრაქციის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.