საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ სალომე სამადაშვილის განცხადებით, პარლამენტს არ შეიძლება შეკითხვები ჰქონდეს მკვლელთან.
„სიმართლე გითხრათ აქ მოსვლას არ ვგეგმავდი, რადგან მკვლელებთან, ბატონო გახარია, შეკითხვები არ უნდა ისმოდეს საქართველოს პარლამენტის დარბაზში. მკვლელებს იბარებს საქართველოს პროკურატურა. პროკურატურა უსვამს შეკითხვებს და პარლამენტში თუ მოდიან, მოდიან ერთადერთ ფორმატში -საგამოძიებო კომისიაში. გაძლევთ გარანტიას, რომ მოგიწევთ ამ ფორმატში მოსვლა, როდესაც ქვეყანაში აღსდგება ეროვნული ხელისუფლება. თუ რა თქმა უნდა, მანამდე არ გაიქეცით თქვენს მეორე სამშობლოში. თუმცა, შეიძლება მანდაც არ მიგიღონ შეუსრულებელი დავალებების გამო, როდესაც ქართველი ხალხი გაგყრით.
მიუხედავად იმისა რომ არანაირი სურვილი არ მაქვს გიყუროთ, იძულებული გავხდი მოვსულიყავი, რადგან გუშინ ია კერძაიას, თქვენს მიერ მოკლული ადამიანის შვილმა მოთხოვა თქვენთვის მეკითხა - რატომ მოკალით მისი დედა?! ქალის რომლის საქმეც თქვენ დახურეთ! მე მოვედი ამ ხალხის სახელით, თქვენგან თვალებდათხრილი ადამიანების სახელით. როგორ ბედავთ რომ მოდიხართ და თავს წარუდგენთ მათ პრემიერად.
როგორ აპირებთ რომ იარსებოთ საერთოდ როგორც ხელისუფალმა?! როცა მთელი საქართველო სკანირებს - გახარია წადი“, მიმართა სალომე სამადაშვილმა პრემიერობის კანდიდატს გიორგი გახარიას.