საქართველოს პარლამენტთან აქციები სახელწოდებით "სირცხვილია" განახლდა. მოქალაქეები 20 ივნისის ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვდნენ. აქციის 77-ე დღეს გიორგი გახარიას დაწინაურებასა და პრემიერად წარდგენას აპროტესტებენ.
პარტია "ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 3 სექტემბერს წარადგინა. მისი თქმით, გახარიამ ღირსეულად დაიმსახურა ამ პოსტზე წარდგენა.