საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შeმსრულებელმა დავით ზალკალიანმა საგარეო ურთიერთობათა, ევროინტეგრაციის და დიაპორის საკითხებში საპარლამენტო კომიტეტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ვრცალდ ისაუბრა აშშ-საქართველოს სტარტეგიული პარტნიორობის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე.
მისი შეფასებით საქართველო-ამერიკის ურთიერთობები დღესდღეობით უმაღლეს ნიშნულზეა და საქართველო სარგებლობს აშშ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ორპარტიული მხარდაჭერით, რაც აისახება როგორც უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტებით, ასევე, აშშ საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ მიღებული მხარდამჭერი საკანონმდებლო აქტებით.
მისი თმით დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტოა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტის ("Georgia Support Act") კონგრესში წარდგენა. რომელიც უპრეცედენტოა როგორც თავისი შინაარსით, ასევე დონით და მისი მიღებით აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა გადავა სრულიად ახალ დონეზე და გამყარდება საკანონმდებლო დონეზე.
დავით ზალკალიანის შეფასებით საანგარიშო პერიოდში უპრეცედენტო ხასიათის აქტიურობა, მათ შორის მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების სახით
• 2018 წლის ოქტომბერში საქართველოს პირველად ეწვია უსაფრთხოების საკითხებში აშშ პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი.
• განხორციელდა საქართველოს პრემიერ მინისტრის ორი ვიზიტი აშშ-ში, რომელთა ფარგლებშიც გაიმართა მაღალი დონის შეხვედრები მათ შორის, აშშ სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და ჯონ ბოლტონთან, ასევე, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებთან.
• წარმატებით ჩატარდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის, დემოკრატიისა და მმართველობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრები.
• გაიმართა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მე-10 წლისთავისადმი მიძღვნილი პლენარული სხდომა, რომელზედაც მიღებული იქნა ერთობლივი დეკლარაცია. რომელიც განსაზღვრავს თანამშრომლობის სამომავლო პრიორიტეტებს ყველა მიმართულებით.
• მესამე წელია აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი (Consolidated Appropriations Act) შეიცავს მნიშვნელოვან ჩანაწერებს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების განმტკიცების თვალსაზრისით.
• FY19 წელს, საქარველოსთვის გამოყოფილმა თანხამ 127 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ თანხას 22 მლნ. აშშ დოლარით აღემატება.
• 2019 წლის აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში მოხვდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით ასახული ჩანაწერები.
• 28 კონგრესმენმა აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მოწოდებით, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, რობერტ ლაითჰაიზერს ორპარტიული წერილით მიმართა.
• აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების გასაძლიერებლად 499,675 აშშ დოლარის ფინანსური დახმარების გამოყოფა.
„ორმხრივი დიპლომატიის მიმართულებით გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან როგორც საქართველოს მთავარ მოკავშირესთან, მათ შორის, დეოკუპაციის, ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განმტკიცების, ნატოში ინტეგრაციის, დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების მიმართულებით"- განაცხადა ზალკალიანმა. მისი განცხადებით აშშ-სთან ურთიერთობის კონტექსტში თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების პარალელურად, უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად რჩება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობებზე.