იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების ქულებს აქვეყნებს.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34(1) მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, ქვეყნდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების მიერ დაგროვებული ქულების რაოდენობა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა კანდიდატების კეთილსინდისიერება და კომპეტენცია შეაფასეს", - ნათქვამია საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კენჭისყრა 4 სექტემბერს 13:00 საათზე გაიმართება.
ქულათა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე