საქართველოში "გავრილოვის რევოლუცია“, რომლის ავტორი "ნაციონალური მოძრაობა" იყო, არ შედგა, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა პრემიერობის კანდიდატად გიორგი გახარიას დასახელების შემდეგ დასმულ შეკითხვაზე - უხერხული ხომ არ არის გახარიას წარდგენა პრემიერ-მინისტრად, მაშინ, როცა აქციის მონაწილეები 76-ე დღეა მის გადადგომას ითხოვენ,
"ვფიქრობ, საზოგადოების უდიდესი ნაწილი ჩამოყალიბებულია, რომ "გავრილოვის რევოლუცია" საქართვლოში არ შედგა. არშემდგარი რევოლუციის ავტორები იყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. შესაძლებელია, არიან ახალგაზრდები, რომლებიც გულწრფელად აღიარებენ ამ მოვლენებს, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქციების გადაწყვეტილების საფუძველი მარტო პარტიაში ვერ იქნება", – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარტია "ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დღეს წარადგინა. მისი თქმით, გახარიამ ღირსეულად დაიმსახურა ამ პოსტზე წარდგენა.
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის პოლიტსაბჭოზე, მე როგორც თავმჯდომარემ, წარვადგინე პრემიერ-მინისტრის ახალი კანდიდატურა გიორგი გახარიას სახით და მივიღე სრული მხარდაჭერა. შემდგომ შეხვედრა გვქონდა უმრავლესობასთან და იქ კითხვები არ დასმულა. ეს არის ჩვენი არჩევის ობიექტური შეფასება. ჟურნალიტებიც და საზოგადოებაც კარგად იცნობს გიორგი გახარიას. ვფიქრობ, მან საკუთარი საქმიანობით, დაწყებული ბიზნესომბუდსმენიდან, შემდეგ იგი იყო ეკონომიკის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, მან ღირსეულად დაიმსახურა ამ პოსტზე წარდგენა. ვფიქრობ, პარლამენტი მას აუცილებლად დაამტკიცებს. კიდევ ერთხელ მინდა, წარმატებები ვუსურვო მომავალ საქმიანობაში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.