რუსეთში მოღვაწე ტელეწამყვანი თინა კანდელაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გადადგომის შესახებ კომენტარს აკეთებს და აღნიშნავს, რომ ბახტაძის „იმიტაციური მმართველობის“ ფონზე მას მოვლენათა ამგავრი განვითარება არ გაკვირვებია.
კანდელაკი ვარაუდობს, რომ საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იქნება.
მისივე თქმით, გახარია გაპრემიერება სააკაშვილისთვის დიდი დარტყმა იქნება.
„ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილისთვის დიდი დარტყმა იქნება, რადგან გახარია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პრინციპული მოწინააღმდეგეა“, - თქვა კანდელაკმა.
ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ გახარიას განათლება მიღებული აქვს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნესს ფლობდა რუსეთში და რუსეთის მოქალაქეც კი იყო, „მიუხედავად ამისა, იგი ერთმნიშვნელოვნად არ იქნება ორიენტირებული მოსკოვისკენ, თუმცა არც დასავლეთის ბრმად მიმდევარი იქნება“.
„დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, პრაგმატიზმი და საღი აზრი, კვლავაც დიდ როლს ითამაშებს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთბების აღდგენაში“, - დასძინა კანდელაკმა.