ხალხისთვის სასიკეთოდ რომ არაფერი შეიცვლება, ეს საზოგადოებისთვის სრულიად ნათელია, – ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს” წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
ჭიაბერაშვილის თქმით, ივანიშვილს ჰგონია, რომ პრემიერების ან მინისტრების ცვლილებით თავს დააღწევს იმ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რაც აუცილებლად დადგება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როცა მას ხალხი აუცილებლად გაუშვებს ძალაუფლებიდან
„ ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ პრემიერების ან მინისტრების ცვლილებით თავს დააღწევს იმ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რაც აუცილებლად დადგება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როცა მას ხალხი აუცილებლად გაუშვებს ძალაუფლებიდან. ამ ფონზე, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, ხალხისთვის სასიკეთოდ რომ არაფერი შეიცვლება, ეს საზოგადოებისთვის სრულიად ნათელია, მაგრამ თუ ივანიშვილი მაინც გადაწყვეტს, რომ გახარია დააწინაუროს პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ეს იქნება თავხედური გამოწვევა ქართული საზოგადოების და მე, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართული საზოგადოება ამას საკადრის პასუხს გასცემს“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.