საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გმობს ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს. შესაბამის განცხადებას ზურაბიშვილი მიკრობლოგ "ტვიტერზე" აქვეყნებს.
"დე ფაქტო ხელისუფლება აფხაზეთში არალეგიტიმურ "საპრეზიდენტო არჩევნებს" ატარებს. საქართველო გმობს ამ ფიქტიურ პროცესს და მას ეროვნული სუვერენიტეტის შელახვად მიიჩნევს", - წერს საქართველოს პრეზიდენტი.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.