5-6 სექტემბერს საქართველოს უნგრეთის პრეზიდენტი იანუშ ადერი, დელეგაციასთან ერთად ეწვევა. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა "ორბელიანების სასახლეში" გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
"საქართველოს და უნგრეთის ურთიერთობები განვითარების ახალ ფაზაში შედის. სულ უფრო ღრმად ვითარდება სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობები. ამასთან უნგრეთი ვიშეგრადის ოთხეულის ჯგუფის წევრია. ჯგუფში შედიან: უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთ და ოთხივე ეს ქვეყანა საქართველოს აქტიური მხარდამჭერია საერთაშორისო ასპარეზზე", - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.