„არ მიმაჩნია ირაკლი ოქრუაშვილი იმ დონის პოლიტიკოსი, რომ რაიმეს განეიტრალება შეეძლოს,“ - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.
ვოლსკი 20 ივნისის ღამის შემდეგ დაწყებულ საგამოძიებო მოქმედებებს და მომიტინგეების დაკავებას ეხმიანება და ამბობს, რომ დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს.
„დამნაშავეა ადამიანი შტურმში, პასუხი უნდა აგოს. არ მგონია, ვინმე იყოს დარჩენილი, ვისაც ნანახი არ აქვს თვალნათლივ, ვინ არის შეტევაზე გადასული, ვინ იყენებს ფიზიკურ ძალას და ვინ რას აკეთებს. გადაცდომა იყო პოლიციის მხრიდან, ამასაც გარკვეული სამართლებრივი შეფასება სჭირდება, ადამიანი თუ ჩადის დანაშაულს, იმან პასუხი უნდა აგოს, ეს ერთი და არ მიმაჩნია ირაკლი ოქრუაშვილი იმ დონის პოლიტიკოსი, რომ რაიმეს განეიტრალება შეეძლოს. თუკი „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მას არგუმენტები გააჩნია, მით უმეტეს თუკი ამტკიცებს, ხელმოწერის ნამდვილობას, ეს სხვა თემაა და ამ სხვა თემას თავისი განხილვა ექნება,“ - განაცხადა ვოლსკიმ.