პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ 28 ივლისს, ბათუმში გეგმავს საპროტესტო აქციის გამართვას, რუსეთთან საომრი რიტორიკის დაგმობის განზრახვით. იუწყება რუსული სააგენტო "რია" ალიანსის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ლომიაზე დაყრდნობით.
გიორგი ლომიას თქმით, აქციაზე 15 ათასამდე მონაწილეს ელოდებიან.
„ჩვენ ყველა მიტინგზე ერთსა და იმავე ლოზუნგს ვახმოვანებთ. ახლა დაემატა კიდევ ერთი, დავით გარეჯი საქართველოა. თქვენ იცით, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან დაძაბული სიტუაცია გვაქვს“, - თქვა ლომიამ.
გიორგი ლომიას თქმით, მიტინგზე ასევე გამოვლენ ტურისტული სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც დაზარალდნენ რუსეთთან ურთიერთობის დაძაბის გამო.
„20 ივნისის მოვლენების შემდეგ, ფაქტობრივად, ბათუმში ტურისტული სეზონი ჩავარდა. მთავარი პირობა მიტინგის არის, აღვადგინოთ დიალოგი რუსეთთან და დავალაგოთ ურთიერთობები. მმართველი პარტია უნდა წავიდეს. იმიტომ რომ მათ ვერ შეძლეს ვითარების კონტროლი, როდესაც დაიწყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს შორის კრიზისი. მათ კრიზისამდე უნდა აეღოთ ვითარების კონტროლი ხელში“, - აღნიშნა ლომიამ.
მისივე თქმით, აღნიშნული მიტინგი არის იმისთვის, რომ „დავიწყოთ საუბარი აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან და რუსეთთან“.