„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი გიორგი ლომია აცხადებს, რომ პარტიის წევრები რუს დეპუტატებთან კიდევ ერთხელ შესახვედრად ემზადება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მისი თქმით, შეხვედრა სექტემბერში შედგება.
„პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვში ვიზიტით 15 ივლისს იმყოფებოდა, სადაც ისინი რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებს შეხვდნენ.
„პატრიოტთა ალიანსის“ დელეგაციას დეპუტატი გიორგი ლომია ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე იმყოფებიან ასევე პარლამენტის დეპუტატი ადა მარშანია და თბილისის საკრებულის წევრი გოჩა თევდორაძე.
რუსულ მხარეს წარმოადგენდნენ დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი ლეონიდ კალაშნიკოვი, დეპუტატები ყაზბეგ ტაისაევი და არტიომ კავინოვი.
კალაშნიკოვი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს თბილად შეხვდა. გადაეხვია და სავარძლები შესთავაზა. „ასეთი დახვედრის შემდეგ დავსხდებით“, - აღნიშნა მარშანიამ.
„პატრიოტთა ალიანსის“ მოსაზრებით, საქართველოს დეოკუპაცია მხოლოდ რუსეთთან მოლაპარაკების გზით მიიღწევა.