საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მამუკა ბახტაძის განცხადებას, რომელმაც ლარის კურსის ვარდნა ოპოზიციასა და ანტისაოკუპაციო აქციებს დაუკავშირა, ეხმიანება.
სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ლარის კურსის ვარდნა ქურდობის ბრალია, ხოლო ქურდების ადგილი ციხეშია.
"პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა, რომ თურმე ლარის გაუფასურება არის მიტინგების და ოპოზიციის აქტიურობის დამსახურება. კი, მაგრამ, ჩემს დროს ეკონომიკა რომ გაიზარდა 4-ჯერ, მაშინ, როცა სულ გვარყევდნენ, სულ არეულობა იყო, მათ შორის, სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო ერთი ორჯერ და მაინც ვიზრდებოდით, მაინც სწრაფად ვითარდებოდით. უნდა ვუთხრა ივანიშვილს და მის „შნირებს", ქურდობამ იცის ეკონომიკის გაჩერება და ქურდობამ იცის ლარის კურსის ვარდნა, ქურდობამ და თქვენ ხართ ქურდები და ქურდები უნდა მოშორდეთ, მოშორდეთ სადღაც კი არა. მე მინდა გავიმეორო ისევ, ქურდების ადგილი არის ციხეში. თქვენისთანა დიდი ქურდების ადგილი არის ციხეში,",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.