იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების დაწყებამდე, საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ, ჩუსტები მიიტანა. მისი თქმით, იუსტიციის საბჭო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას გვიანობამდე ატარებს და ამით შრომითი უფლებები ირღვევა.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებები გრძელდება. საბჭოს წევრები დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს, ლევან თევზაძეს, ილონა თოდუას და უჩა თოდუას მოუსმენენ.